მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წლის 5ივნისს,სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლისმათემატიკისმასწავლებელმა ლია სოფრომაძემ კოლეგებს წარუდგინა მის მიერ განხორციელი მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები. კვლევა -„რატომ უჭირთ მოსწავლეებს მათემატიკაში საშინაო დავალების სრულყოფილად შესრულება?“ლია სოფრომაძის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველი მეცხრე კლასის მოსწავლეების მიდგომაა საშინაო დავალებისადმი. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ასრულებდნენ საშინაო დავალებას. ზოგიერთი მოსწავლის შესრულებული დავალება კი დაბალი შედეგებით ფასდებოდა. მასწავლებელმა ლია სოფრომაძემ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ რამდენს უნდა ,,იწონიდეს“ მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება და რა შინაარსის ან რა ფორმის უნდა იყოს იგი. ეს კითხვები გახდა კვლევის საფუძველი .
ლიტერატურის დამუშავების შემდეგ კვლევაში აქტიურად ჩართო კოლეგებიც. მოისმინა მათი მოსაზრებები, დაინტერესდა თუ როგორ დავალებებს აძლევდნენ ისინი მოსწავლეებს, აკეთებდნენ თუ არა წერილობით განმავითარებელ კომენტარებს და რა სიხშირით. რამდენად ეფექტური იყო დიფერენცირებული დავალებების მიცემა და რა დამხმარე რესურსებს იყენებდნენ ისინი. ასევე მოახდინა მოსწავლეთა და მშობელთა კითხვარით გამოკითხვა და ყოველივე ამის საფუძველზე დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა ინტერვენციები. მათემატიკის მასწავლებელმა ლია სოფრომაძემ კოლეგებს გააცნო კვლევა და მისი შედეგები. მოახდინა კვლევის პრეზენტაცია, სადაც ესწრებოდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეებიც . მასწავლებლებმა ნათლად დაინახეს შედეგები, ასევე გაესაუბრნენ მოსწავლეებს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის საშინაო დავალების სრულფასოვნად შესრულება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ისინი ხალისით მუშაობდნენ. პრეზენტაციის დროს მასწავლებლებიდან გაიჟღერა სხვადასხვა იდეებმაც.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola